• პროექტის სახელი: ვისწავლოთ ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია
• პროექტის მიზანი: საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების გამომუშავება ინგლისურ ენაზე, ურთიერთობების დამყარება უცხოელებთან, ინგლისური ენის პრაქტიკაში დანერგვა.
• პროექტის სრული აღწერა: მე–10–11 კლასის მოსწავლეებს ევალებათ შევიდნენ სოციალური მედიის საიტზე კერძოდ კი http://www.penpal-friends.com/ (შესაძლებელია სხვა საიტებიც) და მოიძიონ მინიმუმ 10 კონტაქტი, დაუმეგობრდენ და შეაგროვონ ინფორმაცია მათ მეგობრებზე, განსაკუთრებით მათი ქვეყნის და სკოლის შესახებ. წლის ბოლოს, ისინი აკეთებენ პრეზენტაციას თავიანთი ინტერნეტ მეგობრების შესახებ. (პროექტი შესაძლებელია გადაიზარდოს სკოლების დამეგობრებაში და გაცვლით პროგრამებში). ყოველივე ამის პარალელურად, მოსწავლეები აგროვებენ სიტყვათა ბანკს მაგ. რომელია ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვები ჩატის დროს, იმეილის წერის დროს? რა სიტყვათა მარაგია საჭირო იმისთვის, რომ ინგლისურად კომუნიკაცია ინტერნეტის საშუალებით შეძლო? ასევე ჩატში ხმარებული ინგლისური შემოკლებები. საბოლოოდ შესაძლებელია ამ მასალის ბუკლეტის სახით გამოცემა და სკოლის მასშტაბით გავრცელება.
• მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი
• პროექტის ხანგრძლივობა: მინიმუმ 6 თვე–მაქსიმუმ 1 წელი
• მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები, პრაქტიკაში იყენებენ მიღებულ ცოდნას, იუმჯობესებენ კომუნიკაციის და წერით უნარ–ჩვევებს, სწავლობენ სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, და იმაღლებენ მოტივაციას ინგლისური ენის სასწავლებლად და ეუფლებიან კოლოკვიალიზმებს.
• სარგებელი სხვებისთვის: მათი თანატოლებისთვის მაგალითის მიმცემია ,ისინი თავიანთ შეძენილ ცოდნას უზიარებენ თავიანთ სკოლელებს და სხვა თანატოლებს . თავიანთ ქვეყნისა და სკოლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხდება.
• სამუშაო ენა: ინგლისური, გამონაკლის შემთხვევებში ქართული
• მონაწილეები სხვა სკოლიდან: შესაძლებელია, რომელიმე ბრიტანული ან ამერიკული სკოლის მოსწავლეებთან დამეგობრება.
• საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ინგლისური, ისტ, გეოგრაფია (ქვეყანათმცოდნეობა)
• პროექტის ფასილიტატორი: ხატია ცირეკიძე
• ფასილიტატორის ელ.ფოსტა: khatiage@gmail.com